საქართველოში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 247 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 918 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 675, „პისიარ“ ტესტით – 2 243.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,82%, ბოლო 14 დღის – 5,14%, ბოლო შვიდი დღის – 3,86%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 645 301 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 611 688 გამოჯანმრთელდა, 16 698 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 850 298 აცრა, დღიურად აცრილია 1 687.
ამასთან, 24 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 846 პაციენტი, გარდაიცვალა შვიდი.