მთავრობის სპეციალურ ვებგვერდის stopcov.ge-ის ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღემდე დადასტურდა კორონავირუსის 1487 შემთხვევა, რომელთაგან 1240 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, 41 მოქალაქე უცხოეთიდან სამკურნალოდ იქნა გადმოყვანილი, 19 ინფიცირებული გარდაცვლილია.

საკარანტინო რეჟიმში 5524 მოქალაქე იმყოფება, 209 ადამიანი საავადმყოფოებში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.