ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტის ბიუროს 31 აგვისტოს წარედგინება.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამ შემთხვევაში ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში. ამ ცვლილებებით როგორც ხედავთ, კიდევ უფრო მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის, მისი თავისუფალი არჩევანის და ამ არჩევანის ფარულობის დაცვის ხარისხი.
ცვლილებების ავტორები, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, რატი იოტამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.
პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, მაგრამ მმართველმა გუნდმა მოამზადა კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომლის განხილვასაც შემოდგომის სესიაზე აპირებს.