სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 42.936-მდე გაიზარდა, – მის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 24 აგვისტოს მდგომარეობით დაფიქსირდა 42.825 ასეთი შემთხვევა, ანუ დღეში ინფიცირების 111 ახალი შემთხვევა.

საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული გართულებების შედეგად 858 (გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 4) ადამიანი დაიღუპა. კორონავირუსის მქონე პაციენტთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ, არის 260 (წინა დღე-ღამეში დამატებით 4).

ინფექციით დაავადებულთა რიცხვი 36,475-ს შეადგენს. მკურნალობას 5,343 ადამიანი გადის. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა – 196.873.