მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სროლების შედეგად, მოკლულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის ერთი მკვიდრი, ასევე არის ერთი დაჭრილი.
გასულ ღამეს აკადემიკოს ანოხინის ქუჩაზე ავტომფლობელსა და მომუშავეთა ბრიგადას შორის მოხდა კონფლიქტი. მამაკაცმა გზაზე მომუშავე ხუთი ადამიანი დაადანაშაულა იმაში, რომ მათ “ბორდიურის” ქვების ჩალაგების დროს მის მანქანას ზიანი მიაყენეს, და მომუშავეებს სროლა დაუწყო.
31 წლის მომუშავემ გ.მაკარიანმა მიიღო თეძოს ჭრილობა, ის რეანიმაციაში გადაიყვანეს. მეორე ახალგაზრდას, 32 წლის ნ.ატანიანს ტყვია მუცლის არეში მოხვდა, ის სასწრაფოს მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ორივე ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ კორხიდან იყო, ისინი უკვე დიდი ხანია საცხოვრებლად რუსეთში, ქალაქ ბელორეჩენსკში გადავიდნენ.
მკვლელმა დანაშაულის ადგილი დატოვა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით: “მკვლელობა”, “ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა”, “ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გამოყენება”.