ჯავახეთის მოსახლეობა ზამთრის თვეებში კომუნალური მომსახურების გადასახადის სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებების შეტანის მოითხოვს და ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს. საქმე იმაშია, რომ, როგორც მაღალმთიანი რეგიონი, აქ უფრო მეტი ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გამოიყენება, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში.
აი, უკვე, ორი კვირაა, რაც JNEWS-ი უამრავ წერილს იღებს მოსახლეობისგან, რომლებიც ჩვენს რედაქციას კომუნალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის გადახედვის თხოვნით მიმართავენ.
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენი რაიონის მხარდაჭერა პროცენტულად ძალიან ცოტას შეადგენს, რადგან ჩვენთან ზამთარი უფრო ხანგრძლივი და ცივია. ისინი ამით ერთი, ან ორი თვის განმავლობაში ისარგებლებენ, ხოლო დანარჩენ თვეებში – არ შეუძლიათ. შესაძლებელია კორპუსის ბინის მცხოვრებლებმა ისარგებლონ შეღავათით, მაგრამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სოფლებში ვერ შეძლებს. 200 კილოვატი ელექტროენერგია, ან 200 კუბამეტრი ბუნებრივი აირი ძალიან ცოტაა კერძო სახლისთვის. ხალხი შემოსავლის ძირითად წყაროს არის მოკლებული, ვერ გადიან საზღვარგარეთ სამუშაოდ, აუცილებელია ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე მოსახლეობისთვის. ისე გააკეთონ, რომ მოსახლეობის 50%-მა მაინც შეძლოს ამ კომპენსაციის პროგრამით სარგებლობა ერთი-ორი თვის განმავლობაში”, – აცხადებს სოფელ კარტიკამის მცხოვრები.
ჯავახეთის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას კომუნალური მომსახურების გადასახადების სუბსიდირების პროგრამაში ზოგიერთი ცვლილების შეტანის თხოვნით მიმართავს, კერძოდ, საერთო ღირებულებიდან გამორიცხონ 200 კილოვატი ელექტროენერგიისა და 200 კუბამეტრი ბუნებრივი აირის ოდენობა.
“თუნდაც ჯავახეთისთვის საერთო გამოყენებიდან გამორიცხონ 200 კილოვატი ელექტროენერგია და 200 კუბამეტრი ბუნებრივი აირი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ 100%-ით უნდა დაფარონ გადასახადი, 200 კილოვატი ელექტროენერგიისა და 200 კუბამეტრი ბუნებრივი აირის გადასახადი მაინც მოხსნან. მაგალითად, სხვა რეგიონებში, როგორიცაა ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, მოსახლეობის 90%-ის გადასახადი ფინანსდება, თუკი იმის საშუალება აქვთ, რომ ასეთი დიდი პროცენტის გადასახადი დაფარონ, მაშინ ისე გააკეთონ, რომ ჩვენმა მოსახლეობამაც ისარგებლოს. მოსახლეობის არა 20 ან 30%-მა , არამედ 50 ან 60%-მა”,- ამბობს ავთანდილ მაზმანიშვილი.
შეგახსენებთ, ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ზამთრის ოთხი თვის კომუნალური გადასახადები დაუფაროს ზოგიერთ მცხოვრებს.
“ჩვენი მოქალაქეების არასაკმარისი შემოსავლის, ან სამსახურის დაკარგვის კომპენსაციისთვის, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება განაგრძოს კომუნალურ გადასახადების სუბსიდირების პროგრამა ზამთრის მომავალი ოთხი თვის, – ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის განმავლობაში. დახმარება ძველი პრინციპით განხორციელდება, კერძოდ, სახელმწიფო გადასახადებს იმ მომხმარებლებს დაუფინანსებს, რომლებიც 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და 200 კუბამეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარენ. შეძლებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნული დახმარების მიღებაზე უარი თქვან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ბუნებრივი აირის შეღავათებით მაისი თვეში ჯავახეთში აბონენტების 77%-მა ისარგებლა
ჯავახეთში ბუნებრივ აირზე შეღავათებით აპრილის თვეში აბონენტების 50.6% ისარგებლებს