თავისუფლების ქუჩის ბოლო მონაკვეთის კაპიტალური მოპირკეთების (ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს) ტენდერი არ შედგა, ვინაიდან კონკურსში მონაწილეობის მსურველი არავინ იყო. თუმცა, როგორც ახალქალაქის მერიაში განაცხადეს, ტენდერი მალე განმეორებით გამოცხადდება.
წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42,920 ლარი გამოიყო, თავისუფლების ქუჩაზე, ქუჩის ბოლო ნაწილის (გაზგასამართი სადგურის მოპირდაპირე ნაწილის) მოპირკეთების მიზნით.
აღნიშნული მონაკვეთი თავისუფლების ქუჩაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მძღოლების კოშმარადაა ქცეული. გზის ამ მონაკვეთზე ორმოების გვერდის ავლით, მანქანები ხშირად საპირისპირო ზოლში ან გზის სავალი ნაწილის მხარეს გადადიან, რითაც საავარიო სიტუაციას ქმნიან.
ახალქალაქის მერიის საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტის, რაზმიკ ნახატაკიანის განცხადებით, თავისუფლების ქუჩის ბოლოში, 58,6 მეტრიანი გზის გადაკეთების მიზნით, ტენდერი არ შედგა, თუმცა უახლოეს მომავალში ტენდერი კვლავ გამოცხადდება.
მისი მტკიცებით, ტენდერი არა მხოლოდ ამ მონაკვეთის შეკეთებისთვის, არამედ ორმოების მოსაპირკეთებლადაც არ შედგა.
”არ ვიცი, თუ რატომ მოხდა ეს, არავის დაურეკავს და არც კი მიუკითხავს ამ ტენდერის შესახებ არაფერი. ამ მონაკვეთის რემონტისა და ორმოების შეკეთებისათის მალე კიდევ ერთხელ გამოვაცხადებთ ტენდერს,”- ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 16 დეკემბერს JNEWS-თან ინტერვიუში, ახალქალაქის მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა მკრტიჩ მგდესიანმა თქვა, რომ კომპანიას ეს ორმოები ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა მოეპირკეთა.
2019 წელს ახალქალაქში ორმოების მოპირკეთების სამუშაოებზე ტენდერი საკმაოდ გვიან გამოცხადდა, მერიის აპარატი და შემსრულებელი პირი შარშანდელ რემონტზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა, 2019 წლის მაისში მათ მიაღწიეს შეთანხმებას და კომპანიამ გასული წლის საქმე გააკეთა. 2018 წელს, ახალქალაქში ორმოების მოპირკეთების სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა და ორივეჯერ კომპანია “ჯავახ ავტო გზამ” გაიმარჯვა.