ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსან თოროიანის თქმით, გუშინ საავადმყოფოში გადაყვანილ იქნა სამი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი უკვე გარდაიცვლილი იყო, ორმა კი საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღო, რის შემდეგაც ორივე პაციენტი გაიწერა.
9 აგვისტოს მდგომარეობით, გუშინდელი ინციდენტის არც ერთი მონაწილე საავადმყოფოში არ ყოფილა.
ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსან თოროიანის თქმით, საავადმყოფოში მხოლოდ სოფელ კულიკამის მაცხოვრებლები მივიდნენ, ორ მოქალაქეს კი სამედიცინო დახმარებას გაუწიეს.
თუმცა, ქალაქში ამბობენ, რომ არტურ გაბრიელიანის მამა, სამველ გაბრიელიანი, თავის არეში მძიმე დაზიანებითა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით თბილისში იქნა გადაყვანილი.
გუშინ, 8 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე ახალქალაქის ცენტრში მომხდარი ჩხუბის დროს, სოფელ კულიკამის მკვიდრი, 27 წლის ვ.მიანიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც შემდეგ ქალაქში არეულობა მოჰყვა. კულიკმელებმა ცეცხლი მსროლელის, ა.გაბრიელიანის კერძო სახლს, მისი მამის სახლსა და სასტუმროს, ასევე ჩხუბში მონაწილეთა ადამიანების სახლებს წაუკიდეს. ქალაქში არეულობა გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციის თანამშრომლები.
დღეს დილით, 9 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, არტურ გაბრიელიანი (1983 წელს დაბადებული) განზრახ მკვლელობის, იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
ახალქალაქში მომხდარი მკვლევობის ექსკლუზიური კადრები (Video)
სასტუმროს მფლობელი დაკავებულია, მათ ვინც სახლები დაწვა ეძებენ