სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის განცხადებით ახალქალაქში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. დღეს, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიყო, სისხლის სამართლის კოდექსის 108-უ მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობა გულისხმობს და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მარლთსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და ტარებას გულისხმობს.

სამწუხაროდ, დღეს ქალაქის ცენტრში კრიმინალური ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა ადამიანი. ამ სამწუხარო ფაქტს კი შემდგომი ქმედება მოყვა: დამწვარია ოთხი საცხოვრებელი სახლი და ერთი სასტუმრო.

ამჟამად პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თავს იყრის შემთხვევის ადგილებში. “ემატება სპაციალური დანიშნულების რაზმები. მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. რაც უფრო დრო გადის პოლიციური ძალები კიდევ უფრო ემატება და სრულდება ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება და სიმშვიდე”,- JNEWS-თან საუბარში განაცხადა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა, რომელიც ამ წუთებში ახალქალაქში იმყოფება.
gorod

ახალქალაქში 4 საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაწვეს

ახალქალაქში არეულობა გრძელდება

დაპირისპირება და ლეწვა-ნგრევა ახალქალაქში