დღეს, დაახლოებით 19.00 საათზე “ხას ბახჩა” პარკთან მოხდა ლეწვა-ნგრევა, არის მსხვერპლი.
ახალგაზრდებმა სასტუმროს კარ-ფანჯარა დალეწეს, რის შემდეგაც მასში ხანძარი გაჩნდა. JNEWS– მა ზუსტი მიზეზები არ იცის, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი დაიწყო სოფელ კულიკამიდან ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის გამო.
ლეწვა-ნგრევები მიასნიკის ქუჩაზე გრძელდება, სადაც ხალხმა სასტუმროს მფლობელის სახლს ცეცხლი გაუჩინა.
ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სპეცსამსახურები. JNEWS-მა ინფორმაციისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. დაწვრილებით ინფორმაციას შემდეგ მასალებში იხილავთ.