დღეს, 1–ელ აგვისტოს დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქი–ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო მანქანის მძღოლი, დენის დარტყმის შედეგად, ადგილზე გარდაიცვლა.

„ქვიშა უნდა დაეყარა და მისაბმელი მაღლა ასწია, ეს რკინა მოედო მაღლა დენის გაყვანილობას და როგორც ჩანს დენი გადავიდა მასზეც. სანამ მანქანაში იყო ვერ გრძნობდა, მაგრამ როგორც კი მიწაზე ფეხი დადგა, დენმა დაარტყა, ეტყობა გაატარა მაგ დროს. თან წვიმა იყო გარეთ და ეგეც იმოქმედებდა“, – ყვება სოფელ ხოსპიოს მკვიდრი.

გარდაცვლილი ადიგენის მკვიდრი, საშუალო ასაკის მამაკაცი იყო.

ახალქალაქი-ნინოწმინდის გზას კომპანია “ჯავახ ავტო გზა” არემონტებს. JNEWS დაუკავშირდა კომპანიას, რათა გაერკვია, თუ მუშაობდა გარდაცვლილი მამაკაცი აღნიშნულ კომპანიაში.

“არა, ის ჩვენი თანამშრომელი არ არის, შესაძლოა ის რკინიგზაზე მუშაობდა. დიახ, ჩვენ ვარემონტებთ გზას, მაგრამ ის ჩვენი თანამშრომელი არ ყოფილა”,- განაცხადა კომპანია “ჯავახ ავტო გზის” დირექტორმა ჯაბა ძირკვაძემ.

შემთხვევის ადგილას ახლა პოლიცია მუშაობს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 240–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება. რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.