„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დღეიდან დატოვებენ. აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახური ავრცელებს.
1-ელი აგვისტოდან თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი.
მანამდე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, თანამდებობა დატოვა. რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. იგი წარდგენილია აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.
“რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საპარმლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მოქალაქეები 150 დეპუტატს აიჩევს, საიდანაც 120 საპარტიო კენჭისყრით და 30 – ოლქების მოჟორიტარი დეპიტატობის კანდიდატების არჩევით მოხდება.
პარტიისათვის გადამსვლელი ბარიერი 1% შეადგემ.