აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ, უკან დაბრუნებისას კი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში აჭარის მაცხოვრებლები, თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი მოწვევის საფუძველზე, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას, თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებულები იქნებიან, გაიარონ საკარანტინე რეჟიმი”, – თქვა რიჟვაძემ საკოორდინატო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, თურქეთში წასვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამთვიანი ცნობა, რომელიც დამსაქმებლის მხრიდანაა გაცემული.