სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი „სხვა მიზეზებით“.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 37 390 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 26 665 გამოჯანმრთელდა, ხოლო 711 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, 221-ს აღწევს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ.