გასული ერთი კვირის (20.06.2022-26.06.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 404 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 57 457, „პისიარ“ ტესტით – 5 847.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 1,67%.

წინა კვირის (13.06.2022-19.06.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 482 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.