პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, “15 სექტემბრიდან ყველა უცხოელმა, მათ შორის, ვისაც ნაცვალგების პრინციპზე დაყრდობით აქამდე არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, საქართველში შემოსვლისას თან უნდა იქონიონ 72-საათიანი პისიარ ტესტი”.
“ეს ეხება ნაცვალგების პრინციპით იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ. მათ გაეგზავნებათ მსგავსი თხოვნა, მოთხოვნა ჩვენი მხრიდან”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერისვე განცხადებით, საქართველოში შემოსული სხვა პირებისთვის საკარანტინე პერიოდი 12 დღიდან შემცირდა 8 დღემდე, გარდა ამისა, 1 ოქტომბრამდე ქობულეთისა და ბათუმის სკოლებსა და სხვა სასწავლებლებში სასწავლო პროცესი ონლაინ გაიმართება.
8 ივლისს მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) საზღვრები უპირობოდ გაეხსნა. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოში ჩამოსვლა სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეეძლოთ, ამავე ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის კი სამშობლოში დაბრუნებისას ორკვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.