დღეს, 22 ივლისს, ქალაქ ნინოწმინდის ხოჯაბეკ ნაწილში, ერევნის ქუჩის №69 მისამართით, ბაგრატ მოსოიანის სახლი დაინგრა- გვატყობინებს რადიო ნორი.

ბაგრატ მოსოიანის თქმით, ის სახლთან სარდაფის მშენებლობის სამუშაოებს ატარებდა და გაიგონა, თუ როგორ დაიბზარა სახლი. “ჩემმა მეგობარმა ძლივს გადამარჩინა, ნანგრევებიდან ამომიყვანა”,- მოყვა ბაგრატი.

Dom2

მიზეზი სახლის ავარიული მდგომარეობა იყო. რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ ადგილზე სარდაფის მშენებლობისათვის მიწის სამუშაოები ჩაატარეს. ათი წლის წინ დახმარებას და 25 000 ლარის გამოყოფას დაპირდნენ, შემდეგ კი სოფელ გორელოვკაში ახალი სახლის მიცემას დაპირდნენ, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა.

ბაგრატმა საკუთარი ძალებით გაარემონტა სახლი, რომელშიც ცხოვრობს. მას სარდაფის აშენება უნდოდა, ნახევარი მეტრის სიგანის საძირკველი ამოთხარა, თუმცა შენობა დაინგრა. საჭიროა ნახევარი სახლის დანგრევა, რადგან სახლს ყველგან ბზარები გაუჩნდა. ნანგრევებში მოყვა ავეჯი, ახალი პლაზმური ტელევიზორი, რომელიც ბაგრატმა 10 დღის წინ შეიძინა, კომპიუტერი, თანხა, რომელიც ბანკიდან სარდაფის მშენებლობისათვის ისესხა, და ოჯახის ოქროულობა.

ბაგრატ მოსოიანის ოჯახს დახმარებას გაუწევენ თუ არა ჯერჯერობით უცნობია.

უფრო დაწვრილებით მასალის ვიდეოში: