2020 წელს ნინოწმინდის დასუფთავებაზე ტენდერი კომპანია შპს «დოროჟნიკმა» მოიგო. ის თოვლისაგან დაასუფთავებს ქალაქის 6 ქუჩას, «ნორაშენ» მიკრორაიონის და 15 სოფლის გზას.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თოვლის დასუფთავების ტენდერი მოიგო კომპანია შპს «დოროჟნიკმა». ეს ნინოწმინდის ადგილობრივი კომპანიაა. ნინოწმინდის მუნიციპლიტეტმა აღნიშნულ სამუშაოებზე 150 000 ლარი გამოყო. კომპანია ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო და 149 400 ლარის ტენდერი მოიგო. ჯამში გზების საერთო მანძილი ტენდერის მიხედვით 98.445 კილომეტრს შეადგენს.
ტენდერის საბუთების თანახმად, კომპანია თავის მოვალეობას 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეასრულებს. ამჟამად მზადდება ხელშეკრულება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა თოვლის დასუფთავებასა და ქალაქის ქუჩებზე რეაგენტების დაყრისათვის გამოყო 99 998 ლარი. სოფლის გზების საერთო მანძილი 174 კილომეტრს შეადგენს. 97 997 ლარის ტენდერი კომპანია შპს «ჯავახ ავტო გზამ» მოიგო.