ახალქალაქის სტადიონზე დღეს სამშვიდობო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებსაც სომხეთის, სომეხთა დიასპორისა და სომეხი ერის მხარდაეჭირა სურდათ. აქციის მონაწილეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდეს არ იომონ და არ დაღვარონ სისხლი. ასევე იყო მოწობა, აღნიშნულ კონფლიქტში საქართველო არ ჩართონ.

Miting-hairenasertner

დღეს, 21 ივლისს, ახალქალაქის სტადიონზე სხვადასხვა გამოთვლებით 2-3 ათასამდე ადამიანი ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან და მიმდებარე სოფლებიდან შეიკრიბა. შეხვედრა ახალქალაქის ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული, მათ გარდა სხვა ორგანიზატორები, ვიც წარდგნენ და საკუთარი ლოზუნგები გაახმოვანეს, არ ყოფილა.

აქცია ქართული და სომხური ჰიმნებით დაიწყო, რომლის შემდეგაც მონაწილეებმა საკუთარი განცხადება სომხურ, რუსულ და ქართულ ენებზე გაახმოვანეს. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და სომხური ცეკვის “ქოჩარის” შესრულებით დასრულდა. აქციის დროს არავითარი შეკამათება და კონფლიქტი არ ყოფილა.

1

“მივესალმებით ჯავახეთის მოსახლეობას, ჩვენს ქართველ ერს, სომეხ ერს მთელ მსოფლიოში, ასევე ყველა ეროვნებისა და სარწმუნოების მშვიდობისმოყვარე ხალხს მთელ დედამიწაზე. აღორძინება ჩვენს ქვეყნებსა და სამშობლოებს- საქართველოსა და სომხეთს”,- დაიწყეს აქციის მონაწილეებმა.


შეკრებილთა ძირითადი ლოზუნგები, მოწოდებები და განცხადებები იყო შემდეგი:

“ჩვენ, საქართველოში მცხოვრები სომხები, კონკრეტულად კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სომხები, რომლებიც აქ მოსახლეობის უმრავლესობას შევადგენთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოს მომხდარი შემთხვევებიდან გამომდინარე, ძალიან აღელვებულნი ვართ, რასთან დაკავშირებითაც გამოვედით ამ სამშვიდობო აქციაზე ლოზუნგით “არა ომს”. ჩვენ სამხედრო ქმედებებისა და ძალადობის წინააღმდეგნი ვართ, რადგან კვდებიან ახალგაზრდა ადამიანები, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარეს.

ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სომხები ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს სომხები, მუდამ ჩვენ სამშობლოსთან და ჩვენს ერთან ვიყავით. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ერთმანეთის გვერდში ვდგებით და აუცილებლობის შემთხვევაში, რთულ სიტუაციაში ჩვენს საყვარელ სომხეთში აღმოჩენას და ყველა ხერხით მის მხარდაჭერას შევძლებთ, რაც ბევრჯერ დავამტკიცეთ გულით, სულით და ფიზიკურად”.

2

შეკრებილმა საზოგადოებამ ასევე საქართველოს აზერბაიჯანელ მოსახლეობასაც მიმართა:

“ბოლო დღეებში აზერბაიჯანელი ეროვნების რამდენიმე ადამიანი ქართული და აზერბაიჯანული დროშებით საქართველო-სომხეთის საზღვართან, პროვოკაციული შეძახილებითა და ლოზუნგებით გამოვიდა, რასაც შეიძლება ჩვენი აღშფოთება გამოეწვია და არასასურველ შედეგებამდე მივეყვანეთ. ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას სამომავლო პროვოკაციების აღმოფხვრის მიზნით ამას ყურაღება მიაქციოს.

ეს როგორ შეიძლება ხდებოდეს ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც კანონისა და ხელისუფლებისათვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ეროვნების, რასის და სარწმუნოების არის მისი მოქალაქე, და სადაც დღემდე არავითარი ეროვნული კონფლიქტი არ ყოფილა? აქ კი რამდენიმე ადამიანი, დაკვეთით, საერთაშორისო კონფლიქტს პროვოკაციას უკეთებს, და ამასთანავე საქართველოს ეროვნულ დროშას იყენებს, რომლზეც ჩვენი მოქალაქეები ფიცს დებენ, ჰიმნს ამბობენ, რითაც ჩვენი სპორტსმენები იმარჯვებენ და ა.შ.”.

4

“განურჩევლად იმისა, სომეხი, ქართველი თუ აზერბაიჯანელი, აქ ყველა ერთად, ერთი ოჯახივით ცხოვრობს. როგორც ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ძალიან ხშირად ჩამოდის რეგიონში, სომეხ მოსახლეობასთან ერთად, როგორც სავაჭრო, ასევე მეგობრული მიზნით. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი თქვენ და თქვენს ქმედებებს არ ეთანხმებიან. ჩვენ, სომხები და აზერბაიჯანელები, აქ საქართველოში მშვიდად და მეგობრულად ვცხოვრობთ, და არ არის საჭირო ურთიერთობების გაფუჭება. ხოლო ვისაც პროვოკაცია, ომი და გმირობა სურს- წავიდეს საბრძოლო ხაზზე და იქ გამოიჩინოს თავი. აქ ყველაფრის არევა არ არის საჭირო. პირადად ჩვენ, სომხებს, არ გვინდა არეულობა და საერთაშორისო კონფლქიტები, კანონდარღვევები ჩვენს საქართველოში. საქართველოს სომხები წუხდნენ და ყოველთვის იდგებიან როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს გვერდში»,- ნათქვამია განცხადებაში.

4