დღეს, 20-ივლისს, “ქართულმა ოცნებამ” მმართველი პარტიების კანდიდატები წარადგინა, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში იყრიან კენჭს. ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “ქართული ოცნება” დეპუტატ სამველ მანუკიანს ასახელებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ სამველ მანუკიანის წარდგენისას განაცხადა- “სამველ მანუკიანი დღესაც დიდი წარმატებით წარადგენს ორივე რეგიონის ინტერესებს პარლამენტში”.
2016 წლიდან, არჩევნების პროპორციული და პარტიული სიების სისტემის მიხედვით, სამველ მანუკიანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია.