სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის მხარის მიმართულებით, აზერბაიჯანის ტანკი გაანადგურეს, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, შუშან სტეფანიანმა განაცხადა.
ასევე, იერიში განხორციელდა, იმ საარტილერიო პოზიციებზე, საიდანაც იწარმოებოდა ცეცხლი სომხური სოფლების მიმართულებით, შედეგად სომხურ სოფლებში გაჩნდა ხანძარი.
სტეფანიანმა დარტყმების ვიდეო გამოაქვეყნა.
მას შემდეგ რაც, სომხეთ -აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდე რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში შენარჩუნდა, ბრძოლები ახალი ძალით განახლდა. ადგილობრივი დროით, ღამის 3 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დივერსია აღკვეთეს, ხოლო დილის 5 საათიდან სომხური სოფლების, აიგეპარისა და მოვსესის, მიმართულებით სროლები დაიწყო. სომხეთის მხრიდან არავინ დაღუპულა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა 12 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლას შეეცადნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო პირი გარდაიცვალა. შეტაკებების დროს, ბაქომ მათი გენერლისა და პოლკოვნიკის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
წყარო: PanARMENIAN.Net © 2000—2020