ჰოვანისიანი: “ჩვენ აზერბაიჯანის 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ, 50-ზე მეტი საარტილერიო მოწყობილობა იყო გამოყენებული ჩვენი დასახლებული პუნქტების მიმართულებით.”
”სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 12-დან 14 ივლისის პერიოდში, 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელთაგან 10 – დატყმითია და 3 სადაზვერვო”, – განაცხადა კრიზისული საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორმა, არცრუნ ჰოვანისიანმა ოთხშაბათს, იჯევანში გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ეფექტიანობის მხრივ ეს მაღალი მაჩვენებელია.
“ჩვენი გამოთვლებით, სომხეთის 5-6 დასახლებულ პუნქტში ტავუშის დასახლებაში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 50 საარტილერიო მოწყობილობა გამოუშვეს”, – თქვა ჰოვანისიანმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნებულია, სომხეთის არმია მოწინააღმდეგის მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციის მოსაგერიებლად მზად არის, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო.
5 ივლისის მდგომარეობით, საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარებაა. 12 ივლისიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებენ. აზერბაიჯანის მხრიდან იყო მცდელობა, ტავუშში, სომხეთის სახელმწიფო საზღვარი ტანკებისა და არტილერიის გამოყენებით გადაეკვეთათ. სომხურ მხარეს 4 გარდაცვლილი და 20 დაჭრილი ჰყავს (10 მკურნალობს, 10 უკვე გაწერილია). აზერბაიჯანმა ოფიციალურად 11 ადამიანის სიკვდილის შესახებ გამოაცხადა. დაბომბვა სომხეთის დამცავ პუნქტებთან ხორციელდება, თავდასხმა განხორციელდა სომხურ სოფლებზე: ჩინარი, აიგეპანი, ნერკინ კარმირახპიური და პარავაკარი, ასევე, ქალაქ ბერდზე.