საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური საიტი stopcov.ge აქვეყნებს.
საიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1006 შემთხვევაა დადასტურებული. კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სულ 883 შეადგინა.
გარდა ამისა, საქართველოს 31 მოქალაქე სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოვიდა.
ახალი კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს 15 მოქალაქე შეიწირა.
კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე რჩება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 244 ადამიანი იმყოფება.