სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 16 ივლისის ღამეს შეტაკებები განახლდა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
15-16 ივლისის ღამეს, 3:40 საათიდან აზერბაიჯანულმა მხარემ განაახლა პროვოკაციული მოქმედებები, განაგრძო სროლა სომხური პოზიციების მიმართულებით. რასაც მოჰყვა სომხური მხარის საპასუხო სროლა.
”ამ ეტაპზე ბრძოლები გრძელდება. სომხეთის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგე მხარეს ცეცხლსასროლი იარაღით წინააღმდეგობას უწევენ. ჩვენ მსხვერპლი არ გვყავს“, – ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა სპიკერმა, არწრუნ ჰოვჰანნისიანმა დაწერა.
”სომხურმა ქვედანაყოფებმა შეუტიეს მოწინააღმდეგე მხარის ტანკებს, საარტილერიო ჭურვებს, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს ჩვენს დასახლებებსა და პოზიციებზე”, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, შუშან სტეფანიანმა.