წელს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ახალქალაქის რაიონის სოფელ კიროვაკანსა და მურჯახეთში სათამაშო მოედნები აშენდება.

ახალქალაქის მერიამ რაიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დანაზოგი თანხიდან 119 570 ლარი გამოყო. ამ სახრებით ორი მინი-მოედანი აშენდება.

სოფელ კიროვაკანში მინი-მოედნის მშნებლობაზე 11 882 ლარია გამოყოფილი. სოფელ მურჯახეთის მინი-მოედნის მშენებლობისათვის კი 25 353 ლარი გამოიყო.

სოფელ მურჯახეთის მთავარი სპეციალისტის სედრაკ მარგარიანის თქმით, სოფელში ასეთი მოედნის ქონა დიდი ხანია სურთ.

“სოფელში ბევრი პრიზიორი გვყავს, ჩვენი ახალგაზრდები ვერსად ვერ ვარჯიშობენ”,- ამბობს სედრაკ მარგარიანი, ამასთანავე ამატებს, რომ მოედნის მშენებლობის პროექტი უკვე მზად არის, და მერია სულ მალე ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს.

სოფელ კიროვაკანში მოედანი დღემდე არ არის. ახლა სოფლის ახალგაზრდობას უფასოდ და თავისუფლად სპორტით დაკავების შესახლებლობა ექნება. სოფლის სპეციალისტის არტურ კურგინიანის თქმით, სოფელში მოედნის მშენებლობის მწვავე აუცილებლობა ნამდვილად იგრძნობა.