სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპპატურაიმ დღეს განაცხადა, რომ “ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ მოვლენებს, სადაც მძიმე შეიარაღება გამოიყენება და ადამიანები იღუპებიან”.
“ვუერთდებით ეუთო-ს მინსკის ჯფუფის თანათავმჯდომარეების ყველა მხარისადმი მოწოდებას: სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი ზომების მიღება”,- თქვა ნატო-ს სპეცწარმომადგენელმა.
მანამდე, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას განიხილავენ და მხარეებს კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის პრევენციის მიზნით ყველა აუცილებელი ზომის მიღებას მოუწოდებენ, მათ შორის არსებული პირდაპირი კავშირების გამოყენებით.
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ასევე მოუწოდებენ მხარეებს რაც შეიძლება მალე აღადგინონ საგნობრივი მოლაპარაკებები და ხაზს უსვამენ რეგიონში ეუთო-ს დამკვირვებლების დაბრუნების აუცილებლობას, როგორც კი ამას გარემოებები შეუწყობს ხელს.
ტავუშში საზღვართან ვითარების გამწვავებების შედეგად სომხურ მხარეს 4 გარდაცვლილი და 5 დაჭრილი ჰყავს, აზერბაიჯანმა 11 გარდაცვლილის შესახებ გამოაცხადა.
12 ივლისიდან სომხურ-აზერბაიჯანულ საზღვარზე აზერბაიჯანის მიერ პროვოცირებული საბრძოლო ქმედებები მიმდინარეობს. სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განახლებული სომხური პოზიციების შეტევაზე თანაზომიერ პასუხს უბრუნებენ და მოწინააღმდეგის სატანკო აქტიურობას თრგუნავენ. სომხურ მხარეს 4 გარდაცვლილი და 5 დაჭრილი ჰყავს (2 პოლიციელი და 3 კონტრაქტორი), მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აზერბაიჯანმა ოფიციალირად 11 ადამიანის სიკვდილის შესახებ განაცხადა.
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მინომეტით ჩინარს შეუტიეს, შემდეგ კი უპილოტო მფრინავი აპარატის მეშვეობით ქალაქ ბერდს მიაყენეს დარტყმა. დაზარალებულები არ არიან.