საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“ხუთივე პაციენტი იდენტიფიცირებულია, ყველა შემთხვევა ინპორტირებულია. ყველა პაციენტი კარანტინშია, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განმარტა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ზოგად ვითარებას, დღეს საქართელოში ახალი კორონა ვირუსის 5 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 პაციენტი. ამ დროისათვის საქართველოში COVID- 19-ის 986 შამთხვევაა გამოვლენილი და 857 გამოჯანმრთელებული.