დღეს, 9 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამცხე-ჯავახეთში სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ით ინფიცირების 3.031 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. მათ შორის, 245 – ახალქალაქში და 128 – ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, აქედან 13 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 14 – ადიგენში, 7 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 32 – ბორჯომში, 1 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 6 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 1,330 ადამიანია იზოლირებული, აქედან 484 – ახალციხეში, 109 – ახალქალაქში, 339 – ბორჯომში, 21 – ნინოწმინდაში, 139 – ასპინძაში და 221 – ადიგენში.
საკარანტინე ზონებში 187 ადამიანი რჩება, აქედან 62 – ახალციხეში, ხოლო 125 – ბაკურიანში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსული ინფექციის შედეგად სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ 1140 ადამიანი გამოჯანმრთელდა რეგიონში, 23 გარდაიცვალა. ამ დროისთვის კიდევ 47 ადამიანის ტესტის შედეგებს ელიან.