დღეს, 25 დეკემბერს 18:00 საათზე, ქალაქის ცენტრში, მაშტოცის მოედანზე გაიმართება წინასაახალწლო ღონისძიებების საზეიმო გახსნა.

დღეს მაშტოცის მოედანზე გაიმართება საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო გახსნის ცერემონია. ოფიციალურ ვითარებაში აინთება ქალაქის საახალწლო განათება. ცერემონია გაიხსნება კონცერტით, ადგილობრივი ანსამბლები წარდგებიან სიმღერებითა და ცეკვებით.

ამჟამად ღონისძიებების მთავარ სიახლე, ინსტალაცია «2020» ჯერ არ არის დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მორთვა 19 დეკემბერს დაიწყო. ქალაქის საახალწლო მორთულობით დაკავებულია კომპანია შპს «გეოპროფი», რომელმაც აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი მოიგო.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ნაძვის ხეს 2020 წლის 15 იანვარს დაშლიან.