ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში კიმ კუღოიანს განაჩენი გამოუტანეს და 4,5 წლით თავისუფლება აღუკვეთა მიუსაჯეს.

გუშინ, 7 ივლისს, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ხმაურიანი საქმის ფიგურანტი კიმ კუღოიანი დამნაშავედ ცნო. საქმეს JNEWS-იც ადევნებს თვალყურს.

კიმ კუღოიანი 236-ე მუხლის, მე-3 პუნქტით გაასამართლეს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, და იგივე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ის ციხეში 4,5 წელს გაატარებს. გათვალისწიენბული იქნება ასევე ის ფაქტი, რომ მან ციხეში უკვე თითქმის 9 თვე გაატარა, ვიდრე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. განაჩენის გამოტანას კუღოინი არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდა და სასამართლო უწყების მიღებაზე უარს აცხადებდა.

დღეს კიმ კუგოიანის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა კიმ კუგოიანი, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და გამოყენების გამო, 2019 წლის 24 მაისს დაახლოებით 14:00 საათზე ახალქალაქის ცენტრში, პარკ “ხას ბახჩასთან” დააკავეს.