სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 27 900-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 477 -მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 15 935 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 331 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.