საქართველოში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განახლებული ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა ხელმისაწვდომი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 809 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 674-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3161 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.