სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 394 074 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 102 გარდაიცვალა, 356 165 კი – გამოჯანმრთელდა.