GIPA-ს მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი ჩართულობა ELVA-ს, დასავლეთ კორკის და “მერსი კორფსის” პარტნიორობით, ასევე (LAG) ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის «სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება» (ENPARD) პროგრამის ფარგლებში იქნა შედგენილი და გამოიშვა ელექტრონული სახელმძღვანელო, სახელწოდებით “კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მეთოდების დანერგვა ახალქალაქში”. სახელმძღვანელო შპს “აგროგლობალის” დირექტორმა, აგრონომ სანდრო გუჯაბიძემ ახალქალაქის LAG-ის წევრის მახარე მაცუკატოვის თანაავტორობით შეადგინა.
COVID-19-ის პანდემიის პირობებში ნათელი გახდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროდუქტების უსაფრთხოება და მთელ მსფოლიოში სოფლის მეურნეობის განვითარება.
ინსტრუქცია ელექსტონულ ვერსიაშია წარმოდგენილი. დაინტერესებულ პირებს ბმულზე “კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მეთოდების დანერგვა ახალქალაქში” ინსტრუქციის წაკითხვა ქართულ ენაზე შეუძლიათ.