სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 711-ი იმატა და ჯამში 21717 გახდა.
ცენტრის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 24 ივნისს 11:00 საათისათვის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 683 გახდა, ჯამში 10797 გამოჯანმრთელებული.
როგორც დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი გვაცნობებს, ბოლო ერთ დღე-ღამეში სომხეთში „კოვიდ-19“-ს 14 ადამიანი ემსხვერპლა, მსხვერპლის საერთო რიცხვი კი 386-ს აღწევს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სომცეთში СOVID-19 ჯამში 130 ადამიანი გარდაიცვალა, დანარჩენი 19-ს ლეტალური შედეგი სხვა მიზეზით იყო გამოწვეული (მათ შორის 4 გარდაცვლილი დღე-ღამეში)
შეგახსენებთ, რომ ამ ჟამად სტაციონალურ მკურნალობას 10404 ადამიანი გადის, ხოლო სომხეთში ვირუსზე გაკეთებული ტესტების რაოდენობა 100400-ა.