დღეს, 23 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტრმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს დაბადების დღის მილოცვა გაუგზავნა.
სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტს ქართველი ერის სახელით და პირადად თავისი მხრიდან მიულოცა დაბადების დღე, ჯანმრთელობა, სიხარული და სომხეთისა და სომეხი ერის საკეთლდღეოდ წინსვლა უსურვა.
„ისტორიულად ჩვენი სახელმწიფოები მეგობრობისა და თანამშრომლობის მყარი კავშირებით იყვნენ დაკავშირებული. ახლა რთული დღეებია, როგორც სომეხი ერისათვის, ასევე მსოფლიოსათვის, მაგრამ მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ხელუხლებელი რჩება, ჩვენი კავშირების ჩაღრმავების დიდ პერსპექტივებს ვხედავთ“,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.