ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში 418 გაჭირვებული ოჯახი ერთ ტომარა (50 კგ) ფქვისლ მიიღებს. მუნიციპალიტეტმა დანაწილება უკვე დაიწყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა გაჭირვებულ ოჯახებს დახმარების სახით პირველი ხარისხის (50 კგ) ფქვილის ტომრები მოუმზადა. მუნიციპალიტეტის სოფლებში დახმარებას 243 ოჯახი მიიღებს, ხოლო ქალაქში-175, რაც საერთო ჯამში 418 ოჯახს შეადგენს. ოჯახების სიები სოციალური მომსახურების სააგენტოს სოფლებში ტერიტორიალური ოლქების მერის წარმომადგენლებმა მიაწოდეს, თითოეული სოფლიდან შერჩეულია 3-4 ოჯახი.
“ჩვენ შევარჩიეთ მრავალშვილიან, გაჭირვებული ოჯახები და ისინი, ვინც სხვა სახელმწიფო დახმარებას არ ღებულობენ”,- ამბობს ახალქალაქის სოციალური მომსახირების უფროსი კლიმენტ ჩთჩიანი.
მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამისათვის 20 516 ლარი გამოყო. ტენდერი 19 563 ლარით დღგ-ს გარეშე შპს “ნებამ” მოიგო.
ფქვილის დარიგება 20 ივნისს დაიწყო.
“ფქვილის დარიგება უკვე დავიწყეთ. ქალაქში დარიგება დავასრულეთ, ვარიგებთ სოფლებში, ხვალ შეიძლება სოფლებშიც დავასრულოთ. ფქვილი სოფლებში მიგვაქვს, უფლებამოსილ პირებს ვუკავშირდებით, ისინი აფრთხილებენ ოჯახებს, რათა მოვიდნენ და აიღონ”,- ამბობს შპს “ნებას” წარმომადგენელი.