სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 560 გახდა, შესაბამისად ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 20 268 ადამინს დაუდასტურდა.

ცენტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყვენული სტატისტიკის თანახმად 21 ივნისს, 11:00 საათისთვის 148 პაციენტია გამოჯანმრთელებული და ჯამში 9852 შეადგენს.

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ეპიდემიას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 11 მამაკაცი და 7 ქალბატონი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი პაციენტი 48 წლის იყო, ხოლო ყველაზე ასაკიანი 87 წლის გარდაიცვალა. ამასთანავე, თითოეულს ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. შედეგად, სულ გარდაიცვალა 350 პაციენტი.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში სულ 114 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, ხოლო 19 პაციენტი სხვა მიზეზებით გარდაიცვალა და მათ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ცალკე აღრიცხავს.(მათ შორის 1 გარდაცვლილი ამ დღე-ღამის განმავლობაში)

ამჟამად სომხეთის საავადმყოფოებში მკურნალობს 10 802 ადამიანი. ხოლო, COVID-19-ზე ჩატარებული ტესტების რაოდენობაა 95754.