საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
26 თებერვლიდან 21 ივნისამდე საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის ინფიცირების 906 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 755-ს შეადგენს. ამჟამად საქართველოს კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 137 პაციენტი განაგრძობს.
კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის 20 ივნისის მონაცემებით ქვეყანაში PCR მეთოდით კორონავირუსის ტესტირება დაახლოვებით 85,7 ათასმა ადამიანმა გაიარა