კორონავირუსის 1,784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში, – ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 4,119 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 39 პაციენტი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 220 508 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 200 339 გამოჯანმრთელდა და 2 352 გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 14,421 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის 7170 – სწრაფი ტესტი ანტიგენებზე, 7,251 – PCR ტესტი.
ამ დროისთვის 396 ადამიანი იმყოფება კარანტინში, 5 701 საავადმყოფოშია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო 1,464 ადამიანი კოვიდსასტუმროებში.
25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1,515 ადამიანი გამოჯანმრთელდა.