დღეს, 20 ივნისს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ოლავერდში, 20 წუთიანმა სეტყვამ სოფლის მოსახლეობის მოსავალი საბოლოოდ გაანადგურა. სეტყვისაგან სოფლის სათესი მინდვრები დაშავდნენ.
სოფლის მოსახლეობა გვაცნობებს, რომ მათ მომხდარის შესახებ სოფლის უფლებამოსილ პირს შეატყობინეს. სეტყვა იმდენად ძლიერი და მსხვილი იყო, რომ თუნდაც რომელიმე კულტურის აღდგენის იმედი აღარ აქვთ.
«განადგურებულია მთელი მოსავალი, იმედი არ გვაქვს, რომ რაღაცა მაინც აღდგება. ორი დღის წინ ასეთივე სეტყვა მოვიდა. დღევანდელმა სეტყვამ ვენახი საბოლოოდ გაასწორა მიწასთან. ძლიერი სეტყვის შედეგად არა მხოლოდ კარტოფილი და დანარჩენი სათესი კულტურები დაზიანდა, არამედ ჩვენი საძოვრებიც დაშავდა, შემოდგომით აღარაფერია სათიბი, სეტყვა თოვლივით დადო», – Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა სოფელ ოლავერდის მცხოვრებმა აშოტ ნერსისიანმა.
სოფლის მოსახლეობამ მომხდარის შესახებ სოფლის უფლებამოსილ პირს დაუყოვნებლივ აცნობა. ის ამ დროს ახალქალაქის მერიაში იმყოფებოდა და დაპირდა, რომ მომხდარის შესახებ სათანადო ორგანოებს შეატყობინებდა.
სოფლის მოსახლეობის თქმით, მათ მოსავალი არ ჰქონდათ დაზღვეული და დახმარების იმედი არც აქვთ.
ძლიერმა სეტყვამ ზოგან მოსავალი დააზიანა (Video)