დღეს, 19 ივნისს, 15:00 საათის შემდეგ, ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში, კარტიკამსა და კულიკამში სათესი მინდვრები დააზიანა. დაზიანდა ზოგიერთი ბოსტნეულის კულტურა, კენკრა და ხილი.

სოფელ ხულგუმოს მოსახლეობის თქმით, სეტყვა დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დიდად დაზიანდა კომბოსტო, კიტრი, ხახვი და ნიორი, მარწყვი, ხე-ხილი და სხვა კულტურები. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით გამოთვლილი არ არის.

1

2