აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეაჩერა.ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი, თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელიც სააგენტოს ცნობით, ანონიმური დარჩა.

„პრეზიდენტი ტრამპი ცხადყოფს, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე.ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორები ამ მიზნის ერთგულებიც. ჩვენ ვაჩერებთ და განვიხილავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი მხარს უჭერს გადაწყვეტილებას“, – თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილია, დახმარების შეჩერება შეეხება ყველა სამხედრო ტექნიკას, რომელიც ჯერ არ არის უკრაინაში. მათ შორის არის იარაღი, რომელიც არის ტრანზიტში და პოლონეთის საწყობებში.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ტრამპმა ასეთი გადაწყვეტილება 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ანი მინასიან