საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ოჯახურ ძალადობას ყველაზე მეტად 25-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანები განიცდიან. ამავე ვებგვერდის ცნობით, 2024 წელს ოჯახური ძალადობის შემთხვევები 2023 წელთან შედარებით შემცირდა. ინფორმაციის წყარო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა.

გთავაზობთ სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს:

2023 წელს სამცხე-ჯავახეთში 177 ადამიანი გახდა ძალადობის მსხვერპლი. 2024 წელს სამცხე-ჯავახეთში ძალადობის მსხვერპლი 161 ადამიანი გახდა.