დღეს, 26 მაისს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე. თვითმხილველების თქმით, BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო მსუბუქი ავტომობილის ერთმა მგზავრმა. ის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკური მენეჯერის თქმით, დაზიანება ზედა კიდურზე აქვს.
“ერთი დაშავებულია შემოყვანილი იდაყვის ტრავმით. სერიოზული არაფერი ჩანს”, – გვითხრა ბესო ბურჯალიანმა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.~
წყარო: tv9news_ge