
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯავახეთში ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პატარა სასტუმრო სახლების მშენებლობამ, რომლებიც გამოირჩევიან მომსახურებით, მყუდრო გარემოთი და ჯავახეთის ცხოვრების თავისებურებებით. თუმცა, სასტუმრო სახლების მშენებლობას ტურიზმის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სულდასა და ოლავერდში მრავალი წელია სასტუმრო სახლები ფუნქციონირებს.
2014 წლიდან სოფელ სულდაში სასტუმრო სახლი ორგანიზაცია “ელკანას„ ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში სასტუმრო სახლებს ტურისტები მთელი მსოფლიოდან სტუმრობდნენ.
სულდას საოჯახო სასტუმროს მფლობელის, ზოია ჯანოიანის თქმით, ვიზიტები სეზონურია. ზაფხულის თვეებში ტურისტები ბევრად უფრო ხშირად რჩებიან დასასვენებლად.
„ძირითადად, როცა არახელსაყრელი ამინდია, მაშინ მოდიან ჩვენთან სტუმრები. მთელი წლის განმავლობაში ძალიან ცოტა ვიზიტორი გვყავს“, – ამბობს ზოია ჯანოიანი.
ის ამატებს, რომ მათი სასტუმრო სახლს ტურისტები Google Maps-ის საშუალებით ხედავენ, ასევე ტურისტული ნიშნებისა და ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმართულებების წყალობით.
სოფელ სულდაში მდებარე სასტუმრო „ფლორას“ მეპატრონე ფლორა აპოიანი ტურისტებს სთავაზობს საჭმელს, რომელსაც საკუთარი ხელით ამზადებს. მის სამზარეულოში დომინირებს სუფთა და ტრადიციული სახლში მომზადებული საკვები, რძის პროდუქტები, თაფლი და ა.შ.
„ჩვენ გვყავს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ყველაზე მეტად ზაფხულში ჩამოდიან. დანარჩენი დროს ისინი იშვიათად მოდიან“, – ამბობს ფლორა აპოიანი.
სოფელი ოლავერდი ახალქალაქიდან 15 კმ-ში მდებარეობს. ჰაიასტან გალოიანმა და მისმა მეუღლემ ჰოვიკმა თავიანთ სოფელში ტურიზმის განვითარება გადაწყვიტეს.
ჰაიასტან გალოაინმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში LAG-ის (Local Development Group) კონკურსში და სასტუმრო სახლის მშენებლობისთვის გრანტი მოიპოვა.
შედეგად, 2019 წელს ჰოვიკ გილოიანმა მამის ძველი სახლი სასტუმრო სახლად გადააკეთა, სახელად „ოლავერდი“.
„ჩვენთან სტუმრები ძირითადად საქართველოდან ჩამოდიან, იყვნენ ტურისტები სხვა ქვეყნებიდანაც, მაგრამ ძალიან ცოტა , შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბიზნესი სეზონთან არის დაკავშირებული“, – ამბობს ჰოვიკ გილოიანი.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ხშირად სანიშნეებთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება, ამიტომ წელს მან გადაწყვიტა აბრების დამონტაჟება, რათა ტურისტებმა თავიანთ საოჯახო სასტუმროს მარტივად მიაგნონ.
„ჩვენს სოფელს ბევრი ლამაზი ღირსშესანიშნაობა აქვს, ტურისტები სტუმრობენ ლევანას ტბას, ადიან აბულზე და ჩვენს მთებზე“, – ამატებს ჰოვიკი.
გევორგ ჯანოიან