ეროვნული ასამბლეის წევრმა გარნიკ დანიელიანმა განაცხადა, რომ ჯავახეთის სომხებს, რომლებსაც სომხეთის რესპუბლიკაში ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მაგრამ საქართველოს პასპორტებითა და მართვის მოწმობებით მგზავრობენ, მასიური ჯარიმები იწერება. დეპუტატი Facebook გვერდზე წერს, რომ მას ბევრი სომეხი დაუკავშირდა და ეს საკითხი წამოაყენა.ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო erkir.am ავრცელებს.

დეპუტატის თქმით, ბოლო წლებში ჯავახეთიდან ბევრმა სომეხმა მიიღო ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ სომხეთში ქართული პასპორტითა და მართვის მოწმობით შედიან.

ამ შემთხვევებში სომხეთის რესპუბლიკის საპატრულო სამსახური მათ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა საფუძველზე აჯარიმებს.

დეპუტატის თქმით, ჯავახეთიდან სომხებს სრული უფლება აქვთ ჰქონდეთ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა და არ ჰქონდეთ სომხეთის მართვის მოწმობა, რადგან ისინი არ ცხოვრობენ სომხეთის რესპუბლიკაში და რესპუბლიკის საზღვარს კვეთენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ქართული პასპორტებითა და ქართული მართვის მოწმობით.

გარნიკ დანიელიანი აღნიშნავს, რომ ჯავახეთიდან სომხებისთვის სომხეთის მოქალაქეობის წარმოჩენა და ამ საფუძვლით მათი დაჯარიმება არა მხოლოდ ამორალური, არამედ იურიდიული თვალსაზრისითაც მიუღებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნარეკ სარგსიანმა სააგენტო “არმპრესსთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათ ამ პრობლემის შესახებ იციან.

„ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს 1 თვის განმავლობაში სხვა ქვეყნის მართვის მოწმობით სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მანქანის მართვის საშუალებას მისცემს“, – თქვა ნარეკ სარგსიანმა.

სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.