გაჭირვებულთათვის საახალწლო საჩუქრებისთვის მერიამ ჯამში 94 100 ლარი გამოყო. საჩუქარს 329 ადამიანი და 73 ოჯახი მიიღებს.
ერთჯერად ფულად დახმარებას შემდეგი სოციალური სტატუსის მქონე პირები მიიღებენ:
- 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები – 123 ადამიანი მიიღებს 250 ლარს
- 18 წლამდე ორმხრივი ობლები – 3 ადამიანი მიიღებს 1000 ლარს
- ცალმხრივი ობლები – 167 ადამიანი – 250 ლარი
- ლტოლვილები – 35 ადამიანი – 100 ლარი
- 100 წელზე უფროსი ასაკოვანი ადამიანები – 1 ადამიანი – 500 ლარი
- მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახები – 73 ოჯახი მიიღებს 200 ლარს.