გაზიფიცირების პრობლემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში კვლავ აქტუალურია, რაც დიდ პრობლემას უქმნის სოფლის მოსახლეობას. სულდა – ერთ-ერთი ასეთი სოფელი.
სოფელი სულდა ახალქალაქის რაიონული ცენტრიდან 20 კმ-ში მდებარეობს. ამ სოფლის მცხოვრებლები წლების განმავლობაში იგივე პრობლემის წინაშე დგანან.
ამ თემაზე: სულდში ყველაზე “მტკივნეული” პრობლემა – გაზიფიცირების არარსებობა
18 დეკემბერს Jnews-მა საქართველოს გაზის სატრანსპორტო კომპანიას წერილი გაუგზავნა, რათა გაეგო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში, ასევე მეზობელ სოფელ დადეშში, კარწახში, მიასნიკიანში, დავნიაში, ერინჯაში და ხავეთში, რომლებიც იმავე ხაზზე მდებარეობენ, როდის იქნება გაყვანილი გაზი.
ჩვენი წერილის საპასუხოდ კომპანიამ შემდეგი გვიპასუხა:
„ამჟამად, მთავრობის გადაწყვეტილებით, თქვენს შეკითხვაში ჩამოთვლილი სოფლები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში არ არის მიმაგრებული. ჩვენი ინფორმაციით, ეს სოფლები სავარაუდოდ გაზიფიცირებისთვის 2026-2028 წლებში იქნება განხილული“.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის GGTC-ის ვებგვერდის ინფორმაციით, 2024-2025 წწ. ჯავახეთში 13 სოფელი იქნება გაზიფიცირებული, ახალქალაქში 8 და ნინოწმინდაში 5 სოფელი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებული იქნება აბული, თახჩა, მოდეგამი, ბუზავეთი, დიდი და პატარა სამსარი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გორელოვკა, ჟდანოვი, სამება, ეფრემოვკა და ორლოვკა.
გევორგ ჯანოიან