ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კოქსაკის ვირუსის გავრცელება არ ჩერდება. ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა როგორც სოფელ ხულგუმოში, ასევე სოფელ კულიკამში. ამჟამად სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღში უფროსების ჯგუფი დაკეტილი რჩება.
„ავადმყოფი ბავშვები არ დადიან საბავშვო ბაღში, თუ უცებ ავადმყოფი ბავშვი წავა, რა თქმა უნდა, სახლში გაუშვებენ. დღესასწაულები ახლოვდება, საჩუქრებისთვის ბავშვების რაოდენობა უმდა წარვადგინოთ. მართალი გითხრათ, ვირუსი იმდენად გავრცელდა, რომ აღარ ვიცით რა ვქნათ. ვფიქრობ, ის საბავშვო ბაღები, სადაც დადასტურებული შემთხვევები გვაქვს დაგეგმილ არდადეგებზე ერთი კვირით ადრე, 25 დეკემბერს, უნდა დავითხოვოთ“, – თქვა ბაღების გაერთიანების დირექტორმა ანაჰიტ ასატურიანმა.
ბავშვების დასწრების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა სოფელ კულიკამის საბავშვო ბაღში, დაავადებების შემთხვევები გაიზარდა. კულიკამში დაავადების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო ხულგუმოს საბავშვო ბაღში უფროსი ჯგუფი 28 ნოემბრიდან დაკეტილია. თითოეული ჯგუფი ორი კვირის განმავლობაში იხურება. ხულგუმოში ინფექცია 8-10 ბავშვს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ვირუსი თავდაპირველად სოფელ აზავრეთის საბავშვო ბაღში, შემდეგ სოფელ ჩუნჩხასა და კულიკამში დაფიქსირდა.
კოქსაკი ვირუსის ერთადერთი წყარო შეიძლება იყოს მხოლოდ ადამიანი. ვირუსი ადვილად გადაეცემა რამდენიმე გზით: საკვებით და კონტაქტით, ჰაერ-წვეთოვანი, იშვიათ შემთხვევებში კი ვირუსი დედიდან შვილზე ორსულობის ან მშობიარობის დროს გადაეცემა. კოქსაკის ვირუსი უკიდურესად საშიშია ორსული ქალებისთვის.
ვირუსული ინფექციის გამომწვევი პათოგენი შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს წყალში, საგნების ზედაპირზე და საკვებზე. ის არ კვდება გაყინვისას ან 70%-იანი სპირტის ხსნარით დამუშავებისას, ცოცხლობს კუჭის წვენში, ინარჩუნებს პათოგენურ თვისებებს რამდენიმე თვის განმავლობაში და მდგრადია მჟავებისა და სპირტების მიმართ. ვირუსული ნაწილაკები იღუპება მხოლოდ ფორმალდეჰიდის, ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ტემპერატურის დამუშავების (ვირუსი მყისიერად განადგურებულია მდუღარე წყალში) ან რადიოაქტიური გამოსხივების გავლენის ქვეშ.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: